воскресенье, 8 февраля 2009 г.

ნარგიზი-თავის თავზე შეყვარებულთა სიმბოლო

ნარცისი, ნარკისე (ლათ. Narcissus, ბერძნ. Νάρκισσος), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშვენიერი ჭაბუკი, მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე. ნარცისზე ლეგენდის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყველაზე პოპულარულია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ გამოყენებული მითი: ჭაბუკმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც თურმე ცხოვრობდა ერთი ჭაბუკი, სახელად ნარგიზი, რომელსაც, გარდა საკუთარი თავისა, არავინ არ უყვარდა.ერთხელ, ახალგაზრდა ნარგიზი ნადირობის დროსტყეში უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა. ბევრი ხეტიალის შემდეგ სასტიკად დაღლილ-დაქანცული, ღონემიხდილი მდინარეს წაწყდომია. იმ მდინარის ნაპირები ნაირნაირი ლამაზი მცენარეებით ყოფილაა მოქარგული. წყალი კი იდგა სუფთა და გამჭირვალე.დაღლილი და მოწყურებული ნარგიზი წყლის დასალევად დაიხარა და უცებ უჩვეულო ამბავი მოხდა:ყმაწვილმა, პირველად თავის სიცოცხლეში, წყალში თავისი სახე დაინახა. თავის თავზე შეყვარებული ნარგიზი საკუთარმა სილამაზემ ძლიერ დაატყვევა და საბოლოოდ უმაღლესი ტანჯვა-წამებით იქვე სული დალია.ტყის ფერიებმა უბედურ ნარგიზს სამარე გაუთხარეს, მაგრამ მისი სხეული ვეღარ იპოვეს. იმ ადგილას, სადაც თავის თავზე შეყვარებულმა ნარგიზმა სიცოცხლე დაასრულა, თეთრი, სურნელოვანი ყვავილი ამოსულიყო, რომელიც თავჩაქინდრული იდგა, თითქოს იგიც ჭყალში თავის თავს ეტრფოდა. იმ ყვავილს ნარგიზი უწოდეს.იმ დღიდან , ხალხის ბრძნული ფანტაზიის მიხედვით, ნარგიზი თავისთავზე შეყვარებულ ადამიანთა სიმბოლოდ ითვლება.ნარცისი-გადატანითი მნიშვნელობით — თავის თავზე შეყვარებულ ადამიანს ნიშნავს.